ირაკლი კობახიძე: თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი – შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი, ჩვენი ინტერესი გაიზრდება, რომ საარჩევნო ბარიერი დაბლა დავწიოთ

“მთავარი ფაქტორი, რომელიც საფუძვლად დაედება მსჯელობას ბარიერის აწევასთან დაკავშირებით, არის, რა თქმა უნდა, დეპოლარიზაცია. თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი,  ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გაიზრდება ჩვენი ინტერესი – დაბლა დავწიოთ ბარიერი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებრივ სტაბილურობას, სისტემის სტაბილურობას და ასეთ დროს უფრო მაღალი ბარიერი არის მიზანშეწონილი. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება პოლარიზაციის ხარისხზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში იქნება მოცემული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები