„მზის სხივები“ – აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება

26 აგვისტოს, 16:00 საათზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში არტ-მეგობრების ჯგუფური გამოფენა – „მზის სხივები“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 30 მხატვრის სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად ბათუმისთვის შეიქმნა.
„მონაწილე მხატვართა შორის ორი ჩვენი თანაქალაქელია (ნათია ხუციშვილი, მიქაელ მახარაძე).
არტ-მეგობრების ჯგუფი შეიქმნა თბილისში პანდემიის დროს, სოციალური ქსელის მეშვეობით. მასში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა ჟანრში მომუშავე, როფორც პროფესიონალი, ასევე თვითნასწავლი მხატვრები, რომელთა უმეტესობა მხატვართა კავშირის წევრია. ჯგუფი აქტიურადაა ჩართული სახვითი ხელოვნების კონკურსებში და საქველმოქმედო გამოფენებში.
პირველი გამოფენა არტ-მეგობრების სახელით შედგა 2020 წელს თბილისში, გალერეა #9-ში, რომელიც მიეძღვნა პაბლო პიკასოს იუბილეს.
2020 წ. აბრეშუმის გალერეაში გაიმართა გამოფენა – „დიალიგი ფერებთან”
2021 წ. გამოფენა  „ფერთა ფილოსოფია” მიეძღვნა მსოფლიო ხელოვნების დღეს, რომელიც – სახვეთი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.
არტ-მეგობრებმა მონაწილეობა მიიღეს იუნესკოს ეგიდით ჩატარებულ ჯგუფურ გამოფენებში ათენსა და ნიუ-იორკში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები