რუსეთში საბრძოლო მასალის საცავს ხანძარი გაუჩნდა

რუსეთის სამხრეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე საბრძოლო მასალის საცავს ხანძარი გაუჩნდა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ ტიმონოვოს მახლობლად ხალხის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც საბრძოლო მასალის სპონტანური წვა დაიწყო.

როგორც მან აღნიშნა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მაღალი ტემპერატურაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი უკრაინიდან 15 კილომეტრში, ტიმონოვოსა და სოლოტის დასახლებებთან ახლოს მოხდა, რის გამოც აღნიშნული დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები