პოდოლიაკი: მონსტრი ტერორს განაგრძობს გლობალური ლიდერობის, პოლიტიკური ნებისა და იარაღის ნაკლებობის გამო – იქნებ მიდგომის შეცვლის დროა?

მონსტრი ტერორს განაგრძობს გლობალური ლიდერობის, პოლიტიკური ნებისა და იარაღის ნაკლებობის გამო. იქნებ მიდგომის შეცვლის დროა? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

„დასავლეთის ქვეყნების საელჩოები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ უკრაინა სამოქალაქო ობიექტებზე და ქალაქების ცენტრებზე რუსეთის მასობრივი თავდასხმების საფრთხის გამო. ექვსი თვე. მონსტრი ტერორს განაგრძობს გლობალური ლიდერობის, პოლიტიკური ნებისა და იარაღის ნაკლებობის გამო. იქნებ მიდგომის შეცვლის დროა?“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები