სალომე ზურაბიშვილი: სამწუხაროდ, საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები კარგად ნაცნობია და ხელახლა შეგვახსენა ჭრილობები

“სამწუხაროდ, საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები კარგად ნაცნობია და ხელახლა შეგვახსენა ჭრილობები. კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ მიჰყვება იმ ტენდენციას, რომელიც საქართველომ გამოცადა 1921, 1992 და 2008 წელს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაშვილმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის სახელით უკრაინელების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

​ „გადამწყვეტია, ვიდგეთ ერთად იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს და მწამს, რომ საერთო მომავალს შექმნის. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი, ყირიმი არის უკრაინა.

ყველას გვახსოვს, რომ ხვალ უკრაინა აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ექვსი თვე გადის რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წინააღმდეგობის დაწყებიდან. ეს თარიღები შემთხვევით არ დაემთხვა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში თებერვალში არ დაწყებულა და პირველი გამოწვევა ყირიმი იყო,.

სამწუხაროდ, საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები კარგად ნაცნობია და ხელახლა შეგვახსენა ჭრილობები. კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ მიჰყვება იმ ტენდენციას, რომელიც საქართველომ გამოცადა 1921, 1992 და 2008 წელს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს კუთვნილი ტერიტორიების სხვის მიერ ოკუპაცია და შემოჭრა. ძალიან კარგად გვესმის ის საფასური, რომელსაც თქვენი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იხდიან. მსურს, ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა თქვენი გმირული ტანჯვისადმი, გამოვხატო ჩვენი მტკიცე რწმენა, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები