ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0104 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7793 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები