დავით მათიკაშვილი: „ისფედი” არასამთავრობო ორგანიზაციას ნაკლებად ჰგავს

ისფედი” არასამთავრობო ორგანიზაციას ნაკლებად ჰგავს, ის უფრო “ნაციონალური მოძრაობის” მანტიის ქვეშ ამოფარებული პოლიტიკური ძალაა და “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებას წარმოადგენს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფების კარი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ღიაა.

ისფედი” არასამთავრობო ორგანიზაციას ნაკლებად ჰგავს, ის უფრო “ნაციონალური მოძრაობის” მანტიის ქვეშ ამოფარებული პოლიტიკური ძალაა და “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზანიც მათ მიერ ჩადენილი გაყალბების შედეგად რევოლუციური განწყობების ამაღლება იყო და ის დესტრუქცია, რომელიც არ შედგა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მონაწილეობას იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, კარი ფართოდ არის გახსნილი როგორც სამოქალაქო სექტორისთვის, ისე – პოლიტიკური პარტიებისთვის. ასე რომ, უნდა ჩამოყალიბდნენ. თუ ორგანიზაცია არის პოლიტიკური პარტია, “ისფედმა” უნდა შეიცვალოს მანტია, დაირქვას ის სახელი, რომელიც რეალურად ეკუთვნის და შემდგომ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, ისე უნდა მიიღოს პროცესში მონაწილეობ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები