მიხეილ კვირიკაძის „ნათლობა იორდანეში“ მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, პრიზიორებს შორის დასახელდა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი „ნათლობა იორდანეში” (რეჟისორი მიხეილ კვირიკაძე). მას გადაეცა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო.
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფესტივალზე ფილმები 21 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები