ირაკლი კობახიძე: 12 პუნქტის გარშემო სამუშაო პროცესში ჩართულნი უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამუშაო პროცესში 12 პუნქტის გარშემო ჩართულნი უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ მოთხოვნებს ემიჯნებიან.
„ვინც PVT-ს გამყალბებელ და პოლიტიკური მოთხოვნების გამხმოვანებელ „ენჯეოს“ სოლიდარობას უცხადებს, მისი ადგილი სამუშაო პროცესში, ბუნებრივია, არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად იფილტრება ის სამუშაო პროცესი, რომელიც წარიმართება 12 პუნქტის გარშემო. ეს არის ძალიან ლოგიკური პროცესი. სამუშაო პროცესში 12 პუნქტის გარშემო ჩართულნი უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და რომლებიც არ არიან შემჩნეულნი რაღაცების გაყალბებაში“, – განაცხადა კობახიძემ.