რატი იონათამიშვილი: დაუშვებელია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო და, ამავე დროს, პირდაპირ პოლიტიკური ულტიმატუმებით გამოდიოდე

“დაუშვებელია, თან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო, ამავე დროს, პირდაპირ პოლიტიკური ულტიმატუმებით გამოდიოდე და პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა საზოგადოებას ეუბნები, რომ სამოქალაქო სექტორი ხარ და სინამდვილეში გაქვს პოლიტიკური მოთხოვნები, ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი არ ხარ და საზოგადოებას ატყუებ.

„მთელ ამ პროცესში ყველაზე უარყოფითი არის ის, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, სამოქალაქო სექტორში ორმაგი სტანდარტი დაამკვიდრონ და არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს დისკრედიტაცია მიაყენონ. დაუშვებელია, თან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო და, ამავე დროს, პირდაპირ პოლიტიკური ულტიმატუმებით გამოდიოდე და პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი იყო. ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელიც გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერში კიდევ უარესია ის, რომ ეს ადამიანები არ ცდილობენ, აღიარონ – ისინი არიან კონკრეტული პარტიის ნაწილი. როცა საზოგადოებას ეუბნები, რომ სამოქალაქო სექტორი ხარ და სინამდვილეში გაქვს პოლიტიკური მოთხოვნები, აფილირებული ხარ უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი არ ხარ და საზოგადოებას ატყუებ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის რა ამოცანები და მიზნები აქვს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები