ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია სრულიად განულებულია
“ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა. სრულიად განულებულია და ამას ერთი მიზეზი აქვს – საზოგადოებამ დაინახა მათი რეალური ზრახვები და სახე, ასევე, მათი დამოკიდებულება ომთან მიმართებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შეტანის რესურსი არ აქვს.
„საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებითა და სატელიტებით არის „ომის პარტია“ და ომთან ერთად – „ღალატის პარტია“. ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარსა და გაზაფხულზე არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.