დედოფლისეული სასახლის დარბაზები ახალი ექსპოზიციებით – რეექსპოზიციის სამუშაოები ზუგდიდში

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ინფორმაციას აქვეყნებს ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეულ სასახლეში რეექსპოზიციის სამუშაოების შესახებ.
„2021 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ასევე ზუგდიდის გამგეობის და სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანადგომით, ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეულ სასახლეში რეექსპოზიციის სამუშაოები განვახორციელეთ.
ამ პროცესის დროს სასახლის ორ დარბაზში შეკეთდა დაზიანებული ჭერი, დანარჩენ დარბაზებში კი დაიდგა ახალი ვიტრინები, პირველად გამოიფინა არაერთი ექსპონატი და რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე უნიკალურ არტეფაქტს, ახალი სახე მიიღო დედოფლის სასადილო დარბაზმა და პირველად გაიხსნა დამთვალიერებლისათვის დადიანების სამხედრო მუზეუმი.
მუზეუმის თანამშრომლების თავდადებული შრომის წყალობით ეს პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში და ეფექტიანად განხორციელდა.
ფოტოებზე აღბეჭდილია დედოფლისეული სასახლის დარბაზები ახალი ექსპოზიციებით.
ექსპოზიციის ავტორები: თქვენი მონა-მორჩილი გიორგი კალანდია და დავით ოყუჯავა. რაფიელ არზუმანოვის ფოტოები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები