მიხეილ სარჯველაძე: არ არსებობს არავითარი რისკი იმისა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს რამე საფრთხე შეექმნას

“არავითარი რისკი იმისა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას, რეალურად და ობიექტურად არ არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია ნამდვილად არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს და არა პოლიტიკური პარტია.

„ჩვენ ვერ ვაიძულებთ ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მიიღოს მონაწილეობა მუშაობაში. ჩვენი მხრიდან შეთავაზება გაკეთებულია. ერთადერთი მოთხოვნაა, ეს იყოს რეალურად არასამთავრობო ორგანიზაცია და არ იყოს პოლიტიკური პარტია. ასეთ ფონზე, მე არ მგონია, რომ ვინმესთვის ჩვენი მხრიდან შეუმჩნეველი იყოს ასეთი განწყობის არსებობა და სამართლიანი მოთხოვნა – რომ ვითხოვთ, არასამთავრობო ორგანიზაციის როლში, არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს“, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები