შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირების კამპანია 10  წელია მიმდინარეობს და ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლო არგუმენტის მოტანა 

“საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირების კამპანია ათი წელია მიმდინარეობს, ათი წელია ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლო რაიმე ხელმოსაჭიდ მტკიცებულებაზე არგუმენტის მოტანა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დროა ყველამ, ვინც ხელს უწყობდა ამ დეზინფორმაციას პირდაპირ თუ ირიბად, ეს განცხადებები უარყოს და დაფიქრდეს თუ რა კამპანიის ნაწილი იყო.

„საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირების კამპანია ათი წელია მიმდინარეობს, ათი წელია ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლო რაიმე ხელმოსაჭიდ მტკიცებულებაზე არგუმენტის მოტანა. მგონი, დადგა მომენტი, რომ ამ ათი წლის თავზე მაინც ყველამ, ვინც საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა რუსეთთან კავშირებს, ყველა ვინც ხელს უწყობდა ამ დეზინფორმაციას პირდაპირ თუ ირიბად, ეს განცხადებები უარყოს და დაფიქრდეს თუ რა კამპანიის ნაწილი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები