სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული პროექტი – „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალმა წელს უკვე მეოცედ უმასპინძლა ინდუსტრიულ ღონისძიებას სახელწოდებით – CineLink Industry Days.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი 46 პროექტი.
პროექტების წარდგენის შემდეგ, ტრადიციულად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ერთ-ერთი ჯილდო DOK LEIPZIG PREVIEW AWARD გადაეცა ქართულ პროექტს – „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“.
„რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს” გიორგი ფარქოსაძის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტია. იგი ქართულ-ბერძნული ერთობლივი ნამუშევარია, რომელსაც ქართული მხრიდან ახორციელებს საპროდიუსერო კომპანია – Attic Production, ხოლო ბერძნული მხრიდან – Filmografik DocRepublic.
პროექტი იქმნება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები