მიხეილ სარჯველაძე: ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემ, რომ პოლიტიკურ პარტიად არ ითვლებოდეს

ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემ, რომ პოლიტიკურ პარტიად არ ითვლებოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომ ის დარჩეს იმ სტატუსის მატარებლად, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება ვმუშაობდეთ ერთად ადამიანები, როდესაც ერთი იძახის, რომ შენ საერთოდ არ გაქვს ლეგიტიმაცია და მე უნდა დავნიშნო მთავრობაო, ეს არის სწორი.

სულ რომ არ შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი ესეც ნორმალური იქნებოდა და ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყოდა. შეიძლებოდა ისე წარმართულიყო მუშაობა შეიძლება, მაგალითად სამუშაო შეხვედრები გამართულიყო. სამუშაო ჯგუფის წევრი არის თუ არ არის, ამით არ შემოიფარგლება სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საზოგადოდ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი ფორმალურად შეიძლება არც შექმნილიყო რომელიმე პუნქტზე სამუშაოდ და ისე მომხდარიყო პუნქტის შესრულება.

„იგივე შეიძლება ეხებოდეს საარჩევნო კანონმდებლობას და ნებისმიერ სხვა მიმართულებას. ამ ფონზე რატომ ითვლება რომ ამ შემთხვევაში ამ ჯგუფის სამუშაო ჯგუფში ჩართულობა, მონაწილეობა და ამ სტატუსის მოპოვება ქმნის ერთადერთ ფორმას ჩართულობისა ამ საკითხების განხილვაში – ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს, რის გამოც შეხვედრა პროტესტის ნიშნად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები