ირაკლი ქადაგიშვილი: გვინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა პოლიტიკური პროცესების მაპროვოცირებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა პოლიტიკური პროცესების მაპროვოცირებელი.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გვინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა პოლიტიკური პროცესების მაპროვოცირებელი. რასაც ISFED აკეთებს, ეს არის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პროცესების პროვოცირება. ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციურ ნარატივს ხელს უწყობენ, მათ თავიანთი პოზიცია უნდა გამიჯნონ ამ არასწორი დამოკიდებულებისგან. ჩვენ არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება. არავის განცხადება არ გაუკეთებია, ერთი მოწოდების გარდა. ევროკავშირის დელეგაცია იყო ჩამოსული, ერთხელ თქვეს ჩაერთეთო და ამის შემდეგ ისინი ამ საბოტაჟის პოლიტიკას აგრძელებენ. ჩვენ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე მივყვებით. გვინდა, ყველას მხრიდან იყოს ამ პროცესის მხარდაჭერა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს, რის გამოც შეხვედრა პროტესტის ნიშნად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა დატოვა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, “სამართლიანი არჩევნების” არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ევროკომისიის რეკომენდაციას პირდაპირ ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები