გია ცაგარეიშვილი: ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება საფუძვლების შერყევა, სახელმწიფო დაწესებულების შენობებზე შტურმი, იქიდან ადამიანების გამოდევნა და საზოგადოების დაპირისპირება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.
“იმასაც კი ვერ ხვდება, რომ ამით თავის ქვეყანას ემუქრება, ახლა, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება საფუძვლების შერყევა, სახელმწიფო დაწესებულების შენობებზე შტურმი, იქიდან ადამიანების გამოდევნა, საზოგადოების დაპირისპირება. ერთია, მე რა პასუხს გავცემ ავყია, ყიამყრალ ადამიანს და მეორეა, საზოგადოება რა პასუხს გასცემს – დარწმუნებული ვარ, რომ პასუხიც იქნება შესაბამისი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: “თუ დაპირისპირების გზა გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაც, ეს შენობა იმ ხალხისაა, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ”.