გოგა ხაინდრავა: „პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებით დადასტურდა ის, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით”

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო საჯარო განცხადება მაგალითად მოჰყავს და ამბობს, რომ ეს იმის დადასტურებაა, რაზეც ბოლო თვეების განმავლობაში საუბრობდნენ და რის გამოც ცილისწამების და თავდასხმის ობიექტებად იქცნენ.

მედიაჰოლდინგ „კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე გოგა ხაინდრავამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებიდან ციტატები მოიყვანა: „მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ: ევროკავშირში ფორმალური დემოკრატია და დე ფაქტო ოლიგარქიაა; ევროკავშირი მხოლოდ სახელითაა დემოკრატიული, ქვეყნებს მხოლოდ ქაღალდზე აქვთ თანაბარი უფლებები; რეალური ძალაუფლება მათ ხელშია ვისაც უფრო მეტი ძალა აქვს – ძლიერთა ბატონობა არის დღეს; ევროკავშირი იმპერიალიზმს ისე უნდა ებრძოდეს თავისი თავის შიგნით, როგორც ებრძვის რუსეთის იმპერიალიზმს.

ესე იგი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებით დადასტურდა ის, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით და რის გამოც ცილისწამების, თავდასხმების ობიექტები გავხდით, არა მარტო მედიასაროსკიპოების მხრიდან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების მხრიდან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები