გია ცაგარეიშვილი: პრეზიდენტის მოწოდება, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მისასალმებელი და გასაზიარებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მოწოდება, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ადამიანებმა მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც ისწავლონ საერთო ენაზე საუბარი, მისასალმებელი და გასაზიარებელია.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით. ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, მით უმეტეს, მოწოდება იმაზე, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ადამიანებმა მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც ისწავლონ საერთო ენაზე საუბარი, ვფიქრობ, მისასალმებელი და გასაზიარებელია. ჩვენ არავისთან არაფერი გასაყოფი არ გვაქვს, მათ შორის არც ჩვენთან მკვეთრად დაპირისპირებულ ადამიანებთან, თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც, ბატონ ჯაფარიძესაც, როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს. ასე რომ, ვფიქრობ, კარგის მეტი არაფრის მომტანი არ შეიძლება, იყოს ამგვარი განცხადებები“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები