შოთა გულბანი: 2022 წლის პირველ ორ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უმუშევრობის და დასაქმების მაჩვენებლებზე დადებითად აისახა
“2022 წლის პირველ ორ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უმუშევრობის და დასაქმების მაჩვენებლებზე დადებითად აისახა”,- ამის შესახებ ეკონომისტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.
“კერძოდ შრომის ბაზარზე შემდეგი პოზიტიური ცვლილებებია:
2022 წლის მე-2 კვარტალში წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.
უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასი კაცით შემცირდა და 281.6 ათასს გაუტოლდა.
გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა 55.4 ათასით და ჯამში მილიონ 269 ათას 900 ადამიანი შეადგინა.
დასაქმების დონე 2.1%-ით გაიზარდა და 42.1%-ით შეადგინა.
დასაქმებულთა ზრდა განაპირობა, როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ისე თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ, შესაბამისად 36,2 ათასით და 19.4 ათასით.
2022 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
შედარებისთვის, უმუშევრობის წლიური მაჩვენებელი 2010-2012 წლებში 27%_ის ფარგლებში იყო.
2022 წელს პირველ კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 19.4% იყო, მეორე კვარტალში 18.1%-ია. შესაბამისად წლიურ მაჩვენებელში შარშანდელთ 20.6% შედარებით კიდევ შემცირებაა მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ შრომის ბაზარზე მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები პირდაპირი გამოძახილია ბიზნეს სექტორში არსებული დადებითი დინამიკისა. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკა, რაც ნებისმიერი ტიპის ბიზნესის ოპერირებისთვის და უცხოელი ინვესტორისთვის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, დაგეგმოს თუ არა ბიზნესის განვითარების შემდეგი ფაზები ქვეყანაში”,- წერს გულბანი.