საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

,,გემო – ფესტი 2022“-თან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამატებით ორ რეისს ნიშნავს. 25 აგვისტოს ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისი 16:00 შესრულდება, 28 აგვისტოს რეგულარულის გარდა, დამატებითი რეისი ამბროლაურიდან ნატახტრის მიმართულებით 14:10 შესრულდება.

,,გემო – ფესტი 2022“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით 26-27 აგვისტოს ამბროლაურის ცენტრალურ პარკში იმართება.

„გემო ფესტის” მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარება.

გემრიელი ჭამა-სმის ფესტივალი წელს ამბროლაურში პირველად გაიმართება. 2022 წლის შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები