გივი მიქანაძე: ჩვენი სამუშაო ჯგუფის კარი ღიაა ნებისმიერი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის
“არა უგვიანეს 21 სექტემბრისა უნდა მოხდეს იმ ცვლილებათა პაკეტის დაინიცირება, რომელიც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსში უნდა აისახოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესში ნეიტრალური ორგანიზაციების მონაწილეობა ღირებული იქნება.
“როტაციული პრინციპით სხვადასხვა შეხვედრებზე, სხვადასხვა ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას. ჩვენი სამუშაო ჯგუფის კარი ღიაა ნებისმიერი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და ვთვლით, რომ ნეიტრალური ორგანიზაციების მონაწილეობა ძალიან ღირებულია ამ პროცესისთვის”, – განაცხადა მიქანაძემ.