კახა კალაძე: არსებობენ გმირები, რომელთა სახელები უმაღლეს ღირებულებასთან – სამშობლოს თავისუფლებასთან ასოცირდება, ასეთია გიორგი ანწუხელიძე

“არსებობენ გმირები, რომელთა სახელები უმაღლეს ღირებულებასთან – სამშობლოს თავისუფლებასთან ასოცირდება. ასეთია გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობა სამუდამოდ დარჩა სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების უდიდეს მაგალითად”,- ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“გიორგი ანწუხელიძე – ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ გმირობა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება, გმირები ისევ იბადებიან საქართველოს ერთიანობისთვის.

დღეს გიორგი 38 წლის გახდებოდა, თუმცა მისი სახელი სამუდამოდ დარჩა 23 წლის გმირის ისტორიად”,- წერს კალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები