მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარის ნაპირზე ბაბუასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები