კულტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალდანიშნული მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი გივიაშვილი ზედამხედველობას უწევს სამინისტროს იმ მუზეუმებს, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს და საქართველოს რეგიონებში მდებარეობს.
მინისტრის მოადგილე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის წინაშე არსებულ გამოწვევებს ადგილზე გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში იმსჯელეს სახლ-მუზეუმის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები