სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზაზე ქბრბ საფრთხეების შესახებ საველე პრაქტიკული უწყებათშორისი სწავლება ჩატარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზაზე ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი სწავლების აქტიური ფაზა მიმდინარეობს. სწავლებაში მონაწილე უწყებების დანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით აწარმოებენ სამუშაოებს.

პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიგა ნიკოლეიშვილი ქართველ და საგანგებოდ ამ სწავლებისთვის ჩამოსულ ამერიკელ ექსპერტებთან ერთად აკვირდება.

ღონისძიება კიდევ რამდენიმე ადგილზე გაიმართება და საწვრთნელი ბაზების გარდა ჩართული იქნება სამოქალაქო კომპონენტი, რათა მონაწილე უწყებების დანაყოფებმა რეალურ სიტუაციებში შეძლონ მაქსიმალურად კომპლექსური და ყველა შესაძლო სცენარზე მორგებული სამუშაოების ჩატარება.

უწყებათაშორისი საველე სწავლება ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ არის ორგანიზებული და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. სწავლებაში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დანაყოფები იღებენ. სწავლება 19 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები