გოგა ხაინდრავა: „ღმერთო შენ უშველე ამერიკას!”

დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გავრცელებულ ცნობებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

„როგორც აღმოჩნდა, ჩხრეკისას, ტრამპის სახლიდან 11 დასტა საიდუმლო და განსაკუთრებით საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს… ეტყობა აშშ-ს პრეზიდენტს “ფლეშკებზე” წვდომა არ ჰქონდა. ყუთებით დაატარებდა საიდუმლო დოკუმენტაციას! ღმერთო შენ უშველე ამერიკას!” ამერიკული ყოველდღიური გავლენიანი ინგლისურენოვანი გაზეთის „უოლ სტრიტ ჟურნალის” სარედაქციო კოლეგიის წევრი კიმბერლი სტრასელი წერს, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკის შეერთებული შტატები იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანეს, რომელთა მმართველი პარტიები სახელმწიფო ძალაუფლებას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამოსაძიებლად იყენებენ.
სტრასელის ცნობით, ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებაზე აშშ-ს პროკურორს ხელი არ მოუწერია, რაც სისხლის სამართლის ბრალდების წაყენების საფუძველი შეიძლება გახდეს. „უოლ სტრიტ ჟურნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ თამასა ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო, როდესაც გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს ეხებოდა (მით უმეტეს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნული თანამდებობის პრეტენდენტად რჩება).

„დემოკრატები” შეიძლება ფსონს დებენ, რომ მედიაში ტრამპის უარყოფითად გაშუქება მათ ნოემბერში კონგრესის შუალედურ არჩევნებზე, ან 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაეხმარება. „დემოკრატების” დამცველები მედიაში წინდაუხედავად უგულებელყოფენ პრეცედენტებისა და ნორმების დარღვევის გრძელვადიანი პოლიტიკური საფრთხის ბუმერანგის ეფექტს”, – აღნიშნავს კიმბერლი სტრასელი.

სტატიის ავტორი დასძენს, რომ ტრამპის სავარაუდო პოლიტიკურმა დევნამ მას მეორე ვადით არჩევაში დახმარება შეიძლება გაუწიოს, იმ კუთხით, რომ ის უფრო თავშეუკავებელი იქნება, როგორც 47-ე პრეზიდენტი. „ამერიკული მედიის ახალი სტანდარტი არის ის, რომ იუსტიციის დეპარტამენტის ეჭვის ქვეშ დაყენება არ შეიძლება, რადგან ის ცდილობს უზრუნველყოს პრინციპი, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას”.
ვნახოთ, რა მოხდება, როდესაც „რესპუბლიკელების” კონტროლის ქვეშ იუსტიციის დეპარტამენტი ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამას, ერიკ ჰოლდერის, ჯეიმს კომისა და ჯონ ბრენანის სახლებში რეიდს დაიწყებს”, – აღნიშნულია „უოლ სტრიტ ჟურნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში. კიმბერლი სტრასელი წერს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება კიდევ უფრო ძირს უთხრის ამერიკულ ინსტიტუტებს და ქვეყნის პოლარიზებას ხელს უწყობს; „თუმცა ასეთია შურისძიების პოლიტიკის ბუნება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები