“მინისტრთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს; ის ელოდება შენიშვნებს და აზრებს კონცეფციასთან დაკავშირებით” – სტუ-ს რექტორი

“მინისტრთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. ის ელოდება შენიშვნებს და აზრებს კონცეფციასთან დაკავშირებით, ასევე, საუბარს აკადემიურ წრეებთან, შემდეგ ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს.

გურგენიძე განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო – ჩვენთან მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას სულ სხვა პოზიცია და სხვა აზრი ჰქონდა. მან აკადემიურ წრეს, პროფესორებს შესთავაზა სამი ვარიანტი განსახილველად. ჩემს კოლეგებს აქვთ საკუთარი მოსაზრებები, ის განიხილავს და შევჯერდებით. მე მინისტრს როგორც ვესაუბრე, მზად არის მოისმინოს როგორც თსუ-ს, ისე სტუ-ს აზრი, შემდეგ კი შეჯერდეს და მოახსენოს პრემიერს“, – აღნიშნავს გურგენიძე.

შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყმის იდეა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 29 იანვარს გააჟღერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები