საქსტატი: საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია

“დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტი”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 52.4 პროცენტი შეადგინა.

“საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2017 წლიდან.

2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62.0 პროცენტი შეადგინა.

ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2021 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 59.7 პროცენტი შეადგინა. ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები წარმოდგენილია დიაგრამაზე №3. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 48.6 პროცენტით (603.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 11.1 პროცენტით (138.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე – თურქეთი 8.1 პროცენტით (100.0 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 52.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 465.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 37.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 185.9 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 133.3 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები