გია ვოლსკი – პოდოლიაკის განცხადებაზე: ეს არის ან რუსული მხარის პროვოკაცია ან საერთოდ მოგონილი თემა, რაღაც ფურცლების ფრიალი, რომელსაც შინაარსი არ აქვს

ფაქტია, რომ ჩვენგან არ მოდის ეს საკმაოდ სერიოზული, უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში უტიფარი ბრალდებები. მათ საუბარს ვერავინ დატოვებდა პასუხგაუცემელს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას.

„მოხსნეს პროკურორი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმ ეჭვებით, რომ მათ კავშირები აქვთ რუსულ სამსახურებთან. ვფიქრობ, ამ შეკითხვაზე უნდა გასცენ ჯერ პასუხი და შემდეგ აქეთ მოითხოვონ. ვინაიდან, არ არსებობს არანაირი რესურსი იმისა, რომ ვინმეს გააჩნდეს ინფორმაცია, თუ არა რუსული მხარე, რომ რაღაც ასეთი საქართველოში ხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ან რუსული მხარის პროვოკაცია ან საერთოდ მოგონილი თემა, რაღაც ფურცლების ფრიალი, რომელსაც შინაარსი არ აქვს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მიხაილ პოდოლიაკის განაცხადებით, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, ხოლო თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები