სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, აშშ დაცვის მიზნით, საქართველოში ჯარის შემოყვანას შეძლებს

   აშშ-ის სენატმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე კანონპროექტი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციითვე, კანონპროექტის თანახმად, სამი ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, აშშ-ის შეუძლია დაცვის მიზნით ამ ქვეყნებში საკუთარი ჯარი შეიყვანოს.
დოკუმენტი ასევე ყველა ფედერალურ უწყებასა და დაწესებულებას უკრძალავს ნებისმიერი სახის ქმედებას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებისთვის ან რაიმე სახის მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები