“პარლამენტის განცხადება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სუვერენიტეტის ხარისხი აღწევს იმ ნიშნულს, რომლისთვისაც არასდროს მიუღწევია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში ” – ჭეიშვილი

„ეს განცხადება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და სუვერენიტეტის ხარისხი აღწევს იმ ნიშნულს, რომლისთვისაც არასდროს მიუღწევია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“, „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე ისაუბრა.

“აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პარლამენტს არ დაეტოვებინა ყურადღების მიღმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატის ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც მართლა ყველაფერი შეიძლება იყოს გარდა მეგობრობისა. დღეს ჩვენ მიერ მიღებულ განცხადებაში დაფიქსირდა, რომ ეს არის უაღრესად მტრული შინაარსის მქონე აქტი, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ძირის გამომთხრელი არის სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ღონისძიებები საქართველოს ორივე სახელისუფლებო განშტოების მხრიდან გამოიღებს შესაბამის შედეგს და უახლოეს პერიოდში გვექნება საპასუხო იმპულსები“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები