ტრამპი – სირიის პრეზიდენტს აქვს შანსი, ბევრი კარგი საქმე გააკეთოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ახალგაზრდა, მიმზიდველი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით.

ამერიკის ლიდერმა დასძინა, რომ მასთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ალ-შარაას სირიის ერთიანობის შენარჩუნების „რეალური შანსი“ აქვს.

“მე ველაპარაკე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც მის მიმართ ძალიან მეგობრულადაა განწყობილი. ის ფიქრობს, რომ სირიის პრეზიდენტს აქვს შანსი, კარგი საქმე შეასრულოს დანგრეული ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები