მთავრობის ადმინისტრაცია: გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა, მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა, მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია“, – ამის შესახებ „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
„სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლილიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.