სუმზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, დაღუპულია 2 ადამიანი
სუმზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამის შესახებ სუმის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სამრეწველო ობიექტზე რუსული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.