ზელენსკი: ტრამპი უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინი იტყუება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი უნდა დაარწმუნონ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ის მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით შეცდომაში შეჰყავს.
„შპიგელთან“ ინტერვიუში ჟურნალისტმა უკრაინის ლიდერს ჰკითხა, აწუხებდა თუ არა ის, რომ ტრამპი უკრაინაზე „გაცილებით მეტ“ ზეწოლას ახდენს, ვიდრე რუსეთზე, რაზეც მან უპასუხა:
„ტრამპი უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინი იტყუება. ჩვენ კი საკითხს გონივრულად უნდა მივუდგეთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვართ ისინი, ვინც ამ (მშვიდობიან) პროცესებს ანელებს“.