„თოჯინების ჯადოსნური ამბავი“ – ხელოვნების სასახლე უჩვეულო გამოფენას უმასპინძლებს
18 მაისს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში, პირველად, გამორჩეული და უპრეცედენტო გამოფენა „თოჯინების ჯადოსნური ამბავი“ მოეწყობა.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 60 ხელნაკეთი და უნიკალური თოჯინა. თითოეულ მათგანს განსხვავებული ხასიათი და უნიკალური ისტორია აქვს. ზოგიერთი თოჯინა მოძრაობს და მღერის კიდეც!
გამოფენის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს 29 მხატვარ-მეთოჯინე: ლია კაკულია, ლელა ლაზარიაშვილი, ლიუდმილა რიაზაცევა, ნინო ჩიკვილაძე, მაკო გნოლიძე, მარი აბუსერიძე, ნატა ინაშვილი, ბორენა ელოშვილი, მარინა ლაგვილავა, დენის გონობოლინი, ირინა სემინონოვა, ნანა ჩოქური, ხათუნა ნინიძე, ირმა კუპრავა, ირმა ფრანგიშვილი, ნანა ყაულაშვილი, თეა მინდაძე, თეა რამიშვილი, ელისო გელაშვილი, ეკატერინე ბერიძე, იულია სოროკინა, მედეა ხაბაძე, ვიქტორია ჯუღელი, ლალი ქერდიყოშვილი, სოფია ჩხიკვაძე, გოგა ბეგიაშვილი, ანა თალაკვაძე, ნინო ჯოლბორდი, ოქსანა სალნიკოვა.
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასახლე დილის 10:30-დან 22:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს, ნებისმიერ ვიზიტორს საშუალება ექნება, სრულიად უსასყიდლოდ ესტუმროს ქართული თოჯინების ჯადოსნურ სამყაროს; 19 მაისიდან კი მუზეუმში თოჯინებთან დაკავშირებული გამორჩეული საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება.