“ხალხის ძალა”: როგორ შეინარჩუნა გახარიამ შს მინისტრის თანამდებობა 20 ივნისის შემდეგ და როგორ გახდა პრემიერ-მინისტრი, ამაზე ახლა აღარ შევჩერდებით

“როგორ შეინარჩუნა გიორგი გახარიამ შს მინისტრის თანამდებობა 20 ივნისის შემდეგ და როგორ გახდა პრემიერ-მინისტრი, ამაზე ახლა აღარ შევჩერდებით”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” განცხადებაშია ნათქვამი, რომლის ლიდერებიც პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლის შემდეგ პირველი მძიმე გამოცდა მმართველმა გუნდმა 17-18 თებერვალს ჩააბარა.

“პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლის შემდეგ პირველი მძიმე გამოცდა „ქართულმა ოცნებამ“ 17-18 თებერვალს ჩააბარა. ყველას კარგად გვახსოვს, თავდაპირველად როგორ მოითხოვა გიორგი გახარიამ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა, ხოლო შემდეგ როგორ ამტკიცებდა, რომ პოლიციის მიერ მისი აყვანა გაუმართლებელი იყო. საელჩოში წინასწარ დაწერილი ეს გეგმა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ხალხში ხელისუფლების აღქმა უნდა დაკარგულიყო, რასაც შეუქცევადი რევოლუციური პროცესები უნდა გამოეწვია. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პრინციპულობა აჩვენეს, საელჩოს და გახარიას გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს და მეტიც, „ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით, გუნდის გასუფთავებაც კი მოახერხეს. როგორ შეინარჩუნა გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, როგორ გახდა რამდენიმე თვეში პრემიერ-მინისტრი და რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერს იმ უსერიოზულეს პრობლემებთან (ბასიანის სპეცოპერაცია, პანკისის სპეცოპერაცია, 20 ივნისის აქციის რეზინის ტყვიებით დაშლა, სარალიძის საქმე, ჩორჩანა და ა.შ.), რომლებიც გახარიამ „ქართულ ოცნებას“ შეუქმნა, ამაზე ახლა აღარ შევჩერდებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები