“ერთი ქვეყანა, ორი სისტემა” – ტაივანი ჩინეთის მიერ შეთავაზებულ მოდელს არ იზიარებს

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯოან ოუმ განაცხადა, რომ ტაივანი არ იზიარებს პეკინის მიერ შეთავაზებულ მოდელს – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე თქვა.

”მხოლოდ ტაივანელებს შეუძლიათ საკუთარი მომავლის გადაწყვეტა”, – თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა კუნძულის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაასრულა, ტაივანის არმიამ დღეს მორიგი მანევრი ჩაატარა. პეკინმა უეცარი სამხედრო სწავლებები ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ გამოაცხადა.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ჩინეთი პელოსის ვიზიტს “სტატუს კვოს განადგურების საბაბად იყენებს”, რომ “ტაივანის ხალხის დასაშინებლად ახალი ნორმა ჩამოაყალიბოს”.

რაც შეეხება ჩინეთის მიერ შეთავაზებულ მოდელს – “ერთი ქვეყანა – ერთი სისტემა”, ის 1980-იან წლებში ჩინეთის სახელმწიფო, პოლიტიკური და კომუნისტური პარტიის მოღვაწის, ყველაზე გავლენიანი ლიდერის, დენ სიაოპინის მიერ არის შეთავაზებული. ამ იდეის მიხედვით, ჩინეთის პოლიტიკური სისტემა უნდა შეცვლილიყო. სიაოპონმა წარადგინა ახალი მოდელის ვარიანტი, რომლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი ჩინეთი, თუმცა ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჰონგკონგი, მაკაო და ტაივანი ექნებოდათ საკუთარი კაპიტალისტური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები, ხოლო ჩინეთის დარჩენილი ნაწილი კი, სოციალისტური იქნებოდა. შეთავაზების მიხედვით, ტაივანს შეეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი პოლიტიკური სისტემა, იურისდიქცია, შეიარაღება, ეკონომიკური და ფინანსური სისტემა, კომერციული და კულტურული შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან და ასევე მიეღო კონკრეტული უფლებები საერთაშორისო ურთიერთობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები