რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია დღეს არის ჩამალული
ალაგ-ალაგ ერთეული ადამიანები გამოდიან და ისიც ძალიან აბსურდულ და ღიმილისმომგვრელ განცხადებებს აკეთებენ, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ნაწილის არმონაწილეობას.
“რადიკალური ოპოზიცია დღეს არის ჩამალული, ისინი არ ჩნდებიან ეკრანებთან. ალაგ-ალაგ ერთეული ადამიანები გამოდიან და ისიც ძალიან აბსურდულ და ღიმილისმომგვრელ განცხადებებს აკეთებენ, რითაც კიდევ ერთხელ ამტკიცებენ იმას, რომ ისინი არიან ანტისახელმწიფოებრივი, არაეროვნული და ასევე დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.