„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ომის აქტიური ფაზა ზამთრის წინ დასრულდეს“ – ანდრეი ერმაკი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ომის აქტიური ფაზა ზამთრის წინ დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ერმაკი აღნიშნავს, უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის დეოკუპაცია განხორციელდეს.

„უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მთელი ქვეყნის დეოკუპაცია მოხდეს და უზრუნველყოს ის, რომ რუსეთმა ომი არ გაახანგრძლივოს. შედეგები დამოკიდებული იქნება უკრაინის მხარდამჭერების დროულ სამხედრო დახმარებაზე“, – წერს ერმაკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები