ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს ხელი შევუწყოთ მანდატის შეუფერხებლად განხორციელებაში 

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ სამსახურებს, როგორც ეს 12-პუნქტიან გეგმაში არის გაწერილი ხელი შევუწყოთ მათი მანდატის შეუფერხებლად განხორციელებაში, იქნება ეს ადამიანური რესურსების დამატება, იქნება ეს ფინანსური რესურსებით აღჭურვა, თუ დამატებითი კონკრეტული საკანონმდებლო გარანტიების შექმნა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ინიციატივების განსახილველად მზადაა.

“ჩვენი ამოცანაა ვიმუშაოთ ყველა იმ საკითხზე, რომელი საკითხიც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს ამ სამსახურებს მათი მანდატის ფარგლებში. ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის ამ სამსახურებთან დაკავშირებული ჩანაწერი და შესაბამისად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ჯგუფში ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე, რომელმაც შესაძლებელია კიდევ უფრო გააძლიეროს ეს სამსახურები, მათი მანდატის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ ყველა ინიციატივისთვის მზად ვართ, ვიმსჯელებთ და იმედი მაქვს, რომ შევაჯერებთ პოზიციებს და ამ შეჯერებული პოზიციებით კიდევ უფრო ეფექტიანად განახორციელებენ მათ საქმიანობას”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები