მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება

  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავის აჯანყების მუზეუმს ესტუმრა, სადაც ყვავილებით შეამკო ქართველი ოფიცრების მემორიალი, რომელიც 2007 წელს ლეხ კაჩინსკისთან ერთად გახსნა – ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.
ცერემონიას ესწრებოდნენ პოლონეთის სეიმისა და სენატის თავმჯდომარის მოადგილეები ასევე პარლამენტის წევრები და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. ცერემონიას ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს სათვისტომოს წევრები.
დღეს მიხეილ სააკაშვილს მიღებას უწყობს პოლონეთის დიპლომატიური აკადემიის რექტორი, იგი ასევე ხვდება პოლონეთის სეიმის მარშალ ბორუსევიჩს ხოლო საღამოს მას ვახშამს უმართავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკი.
მან ასევე პატივი მიაგო სმოლენსკში 2011 დაღუპული პოლონეთის ხელისუფლების წარმონადგენლების ხსოვნას ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე.

10567374_792770290745466_418138417_n

10601153_792770340745461_2087169610_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები