რატი ბრეგაძე – ,,თითოეული ჩვენგანი მზად არის იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გააგრძელოს, რათა ჩვენი საწადელი იყოს მიყვანილი ბოლომდე, რაც გულისხმობს ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას”

,,საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო იყო მართალი, როგორც 2008 წლის ომში, ისე ნებისმიერი სხვა აგრესიის დროს და სიმართლე არის თავიდან ბოლომდე საქართველოს მხარეს.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება კვლავ ბრძოლა და თითოეული ჩვენგანი მზად არის იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გააგრძელოს, რათა ჩვენი საწადელი იყოს მიყვანილი ბოლომდე. რაც გულისხმობს ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას და საქართველოს სუვერენიტეტის გაავრცელებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ის არის აღიარებული საერთაშორისო ნორმებით”,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. ამის შესახებ კომენტარი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები