რუსლან სტეფანჩუკი: 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა, დღეს აგრესორისა და ტერორისტი სახელმწიფოს მხოლოდ იზოლაციაა შესაძლებელი

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა. მაშინ სამყარო არ გამოფხიზლდა. რუსეთმა დაუსჯელობა იგრძნო და მიხვდა, რომ ასე მოქცევა შეიძლება, – ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რადას სპიკერი აღნიშნავს, 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა.

„2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა. მაშინ სამყარო არ გამოფხიზლდა. რუსეთმა დაუსჯელობა იგრძნო და მიხვდა, რომ ასე მოქცევა შეიძლება. 2014 წელს მსოფლიომ დაინახა „პატარა მწვანე კაცები“. მსოფლიომ დაგმო! მაგრამ „ღრმა შეშფოთების“ მეტის გაკეთება ვერ გაბედა. სამაგიეროდ, რუსეთის ფედერაციამ გაბედა. 2022 წლის თებერვალში კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი აწარმოებს ყველაზე სასტიკ ომს. ახლა კი მსოფლიოს უჩვენებს, რომ შესაძლებელია უკრაინის ქალაქების რაკეტებით დაბომბვა.

ძალიან მინდა, რომ მსოფლიომ საბოლოოდ და შეუქცევად გააცნობიეროს: ჩვენი ქვეყანა ებრძვის ურჩხულს. იბრძვის არა მარტო თავისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის. იბრძვის ბოროტების არმიასთან, ველურ ბარბაროსებთან. ამიტომ, ჯერ კიდევ მაშინ, 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა. დღეს კი აგრესორისა და ტერორისტი სახელმწიფოს მხოლოდ იზოლაციაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომის ეპიდემია გაგრძელება. არ დაგავიწყდეთ! არ აპატიოთ! არ დაიღალოთ!“, – წერს სტეფანჩუკი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები