სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა – ნიკოლოზ შარაძემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან – რამაზ პაპიძესთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

2008 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე 5 თანამშრომელი დაიღუპა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსთან ერთად, გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები