“დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყო” – რუსეთის საგარეო უწყება

“სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდე სააკაშვილის რეჟიმის სამხედრო აგრესიიდან 14 წელი გავიდა”,- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ტელეგრამის არხზე.

„2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით, ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაცია“ დაიწყეს, რამაც უამრავი მსხვერპლი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს შორის, გამოიწვია.

ქართული მხარის ქმედებები იყო ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების უხეში დარღვევა, მათი მიზანმიმართული ხასიათი, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კავკასიაში კონფლიქტის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშში იყო ასახული”,- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აცილება, რუსეთის უშუალო მონაწილეობით მოხერხდა.

„ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს შეჭრა, აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის ჩატარებით შეაჩერა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ისევე როგორც აფხაზეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით უზრუნველყო“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები