კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა

კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.

ქართული ესტრადის ვარსკვლავების, ხულოს მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის შემოქმედებითი ჯგუფები, მათ შორის, უხუცესთა ფოლკლორულ ანსამბლ „ბერმუხას“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა – დოღი, მკლავჭიდი და ქართული ტრადიციული ჭიდაობა.

ტრადიციულად, შუამთობის დღესასწაულზე გაიმართა ნიშნობის ცერემონიალიც, სადაც ახლადდანიშნულ წყვილს გადაეცათ საჩუქრები. ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხულოელის სტატუსი მიენიჭათ ოთარ მეხეშიძეს და ონისე სურმანიძეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო საბავშვო აქტივობები, საზაფხულო ატრაქციები, სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, კვების ობიექტები, მუნიციპალიტეტის ხეობების მიხედვით ეთნოგრაფიულ კუთხეებში ტრადიციული კერძების, რეწვის ნიმუშების, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა/გაყიდვა.

შუამთობა უძველესი ხალხური დღესასწაულია, რომელსაც ტრადიციულად აჭარის მთის ზონის მოსახლეობა ყოველი წლის აგვისტოს დასაწყისში აღნიშნავს. 1970-იანი წლების ბოლოდან დღემდე იგი განახლებული სახით ტარდება.

ღონისძიებას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ა.რ. მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კურორტის ვიზიტორები და ადგილობრივები ესწრებოდნენ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები