„ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა

რადიკალურმა მოძრაობამ, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ისრაელის რაიონებში განგაშის სიგნალები ჩაირთო. რადიკალური დაჯგუფების მიერ გასროლილი რაკეტების ნაწილი ქვეყნის ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ მეშვეობით გაანეიტრალეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ღაზას ჯანდაცვის ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი, მათ შორის ხუთი წლის ბავშვი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 55 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები